ტრნინგის პირველი დღე
გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში
საგანი
|
ბუნება
|
კლასი
|
III
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
15
მათ შორის სსსმ მოსწავლე
1
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
მანანა მანაგაძე
|
გაკვეთილის თემა
|
სხვადასხვა საბინადრო
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
ფრინველთა საარსებო გარემოს
შესწავლა მოსწავლეებს დაეხმარებათ ადვილად შეძლონ ფრინველებზე ზრუნვა
|
კლასში მისაღწევი მიზნები
|
კლასისათვის:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ III. 2 მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის
სსსმ მოსწავლესათვის:
ბუნ III.
2 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა საარსებო გარემოს მარტივი მოდელის შექმნა
|
კლასში მისაღწევი შედეგები
|
კლასისათვის:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·
აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო
ფაქტორებზე
·
ამოიცნობს სხვადასხვა საარსებო გარემოში მობინადრე
ცოცხალ ობიექტებს და ახასიათებს მათ შეგუებლობას
·
ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადსხვა
საბინადროსა და აღწერს მათი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას
სსსმ მოსწავლისათვის:
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე
·
ქმნის კონკრეტული ორგანიზმისთვის საარსებო გარემოს
მოდელს (ხატავს, ძერწავს)
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან:
ყოველი ცოცხალი არსება გარკვეულ გარემოში ბინადრობს, რომ ხმელეთი, ჰაერი,
ნიადაგი, წყალი ცოცხალი არსებების საარსებო გარემოა
|
კლასის ორგანიზმების ფორმები
|
ინდივიდუალური, ჯგუფური
|
გამოყენებული რესურსი
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალამი, ნახატებიანი ბარათები ჯგუფებისათვის,
სამუშაი ფურცლები, პლასტელინი
|
სტრატეგიები
|
კეთებით სწავლება
|
შეფასების ტიპები
|
განმავითარებელი შეფასება, სიტყვიერი კომენტარი. სტიკერი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გამოწვევის ფაზა (10წთ)
აქტივობა 1. (2 წთ)
მოტივაციის მიზნით, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ცნობილი
ზღაპარი ,,სამი გოჭი“, რომლებმაც სახლები აიშენეს.
აქტივობა 2. (8წთ)
მოსწავლეები გაიხსენებენ ზღაპარს
და გაიმართება კითხვა-პასუხი.
·
რა მასალისაგან აიშენეს გოჭებმა სახლები?
·
რა დაემართა ლერწმის სახლს?
·
ხის ტოტებისა და ფიჩხებისაგან აშენებულ სახლს? ქვებისა
და თიხისაგან აშენებულ სახლს?
·
როგორ ფიქრობთ, რომელი მასალისაგან აგებული სახლია
უფრო საიმედო?
·
რისგან აშენებენ სახლებს ადამიანები?
·
გაიხსენეთ და დაასახელეთ ცხოველთა საბინადროები?
·
როგორ აგებს მერცხალი ბუდეს?
·
როგორ იწყობს დათვი ბუნაგს?
·
რით განსხვავდება ადამიანთა სახლები ცხოველთა საბინადროებისაგან?
(მოსაწვლეები
პასუხობენ, გამოთქვამენ მოსაზრებებს)
სსსმ მოსწავლისათვის:
·
ჩამოთვალე ცოცხალი არსებები
·
ტომარიდან ამოიღე სურათი და ამოიცანი რომელი ცოცხალი
არსების საბინადრო საცხოვრებელია?
სიღრმისსეული
წვდომის ფაზა
აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა (15 წთ)
მასწავლებელი ყოფს კლასს 4 ჯგუფად, ურიგებს სამუშაო ფურცლებსა და ნახატებიან ბარათებს.
I ჯგ. ბარათი
----- ბუდე
II ჯგ. ბარათი ---- სორო
IIIჯგ. ბარათი ----
ფუღურო
IVჯგ.
ბარათი ---- კარავი
და აძლევს დავალებას--- ჯგუფში იმსჯელეთ და განსაზღვრეთ, რომელი ცოცხალი
ორგანიზმის საბინადროა სურათებზე მოცემული, როგორია მისი აგების თავისებურებები და
დანიშნულება. ევალებათ დააკვირდნენ სურათებზე
მოცემულ საბინადროებს, ამოიცნონ რომელი ცოცხალი ორგანიზმის საბინადროა, სამუშაო ფურცელზე
ჩამოწერონ თავიანთი მოსაზრებები ან შეადგინონ მოთხრობა.
სსსმ მოსწავლეს მე-4 ჯგუფში ეძლევა დავალება--- შექმნას
ნახატი და გამოძერწოს სურათზე გამოსახული საგანი
აქტივობა 4. პრეზენტაცია (10წთ)
მოსწავლეები წამოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და მასწავლებელი აფასებს
ჯგუფის მუშაობას.
აქტივობა 5. სამუშაო რვეული, სახელმძღვანელო (6წთ)
სახელმძღვანელო: მოსწავლეები
მუშაობენ ინდივიდუალურად
და ასრულებენ I სავარჯიშოს:
სიტყვებსა და ფრაზებს შეურჩიე შესაბამისი სურათი და დაასახელე სურათის ნომერი.
,, ქალაქში მცხოვრები, კოდალა, ტურისტი, მერცხაალი, სოფელში მცხოვრები,
მელლია“
სამუშაო რვეული: ამოხსენი რებუსები. ამოცნობილი სიტყვები ჩაწერე ცარიელ
ჩარჩოში. (1. ბუნაგი, 2.დათვი, 3. კრავი)
წაიკითხავენ მოსწავლეები შესრულებულ სამუშაოს.
რეფლექსიის ფაზა (4წთ)
აქტივობა 6. შეჯამება (2წთ)
დასკვნა: რომ ყველა ცოცხალ აარსებას აქვს საბინადრო
აქტივობა 7. შეფასება (2წთ)
ყველა მოსწავლე შეფასდება სიტყვიერი კომენტარით,
ხოლო სსსმ მოსწავლე სტიკერით
|
კოლეგებო! გთხოვთ ნახოთ ჩემი გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში. მომეცით რჩევები გაკვეთილის მიმართ.
ReplyDelete